вторник, 24 ноября 2015 г.

გაუხედნავი ცხენების მოთვინიერება





ცოტა ხნის წინ, მონტევიდეოდან დაახლოებით 400 კმ-ში Takuarembo-ში, Patria Gauci-ის ფესტივალზე „გაუჩოს“ (Gaucho) წარმომადგენლები შეიკრიბნენ:
1. ეს ფესტივალი ტარდება არგენტინის, ურუგვაის და ბრაზილიის გაუჩოს სოფლის ტრადიციების ფარგლებში .
ფესტივალის მთავარ მოვლენას წარმოადგენს კონკურსი – „გაუხედნავი ცხენების მოთვინიერება“.
2. „Patria Gaucha“ -ს დღესასწაული ტარდება ყოველწლიურად, მარტის დასაწყისში; ურუგვაიში „Patria Gaucha“ არის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი დღესასწაული;
3. ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ „გაუჩო“ როგორ ათვინიერებს ცხენს Patria Gaucha-ს დღესასწაულზე Takuarembo-ში;
4. გასულ წელს „Patria Gaucha“-ს ფესტივალს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა;
5. ფესტივალზე ჩამოდიან გაუჩოები-ცხენების მომთვინიერებლები, არა მხოლოდ ურუგვაიდან, არამედ მთელი ლათინური ამერიკიდან;
6. ამ წელს ფესტივალს ეწვივნენ ლათინური ამერიკის კოვბოები (cowboys) არგენტინიდან და ბრაზილიიდან.
7. თვითონ ფესტივალი შედგება არა მხოლოდ გაუხედნავი ცხენების მოთვინიერებით, არამედ სხვა ღონისძიებებისგანაც.
8. მაგალითად, ერთი ასეთი ღონისძიებაა – „გამოსვლა“. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები გამოეწყობიან, (მოირთვებიან) ძველ კოსტიუმებში და მიდიან Salto Chico-ში ურუგვაის ეროვნული გმირის Artigas ხსოვნის საპატივცემულოდ;
9. ფესტივალის ფარგლებში ტარდება ცხენების აღლუმიც. ამასთან დაკავშირებით, ათასობით ურუგვაილები გადიან მთელ ქალაქს ცხენებზე ამხედრებულები…
10. ცხენების აღლუმის დროს, მამაკაცი-ცხენოსნები ჩაცმულნი არიან „გაუჩოს“ ფორმებში, ხოლო ქალები – ტრადიციულად გრძელ თეთრ კაბებში;
11. ცხენების აღლუმის მსვლელობისას ცხენებზე ამხედრებულები ყვირიან – „Viva la Patria,“ (გაუმარჯოს სამშობლოს!)
12. ამ საზეიმო დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ გაუჩოს (gaucho)
ტანსაცმელი, კოვბოის აქსესუარები ან თუნდაც ცხენის აღკაზმულობა.
13. თუმცა, დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – „ doma“
14. შეჯიბრების დროს მთავარი ამოცააა – რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდე გაუხედნავი ცხენის უნაგირზე…
როგორც წესი, მხედრები ძლებენ 10-15 წამს, შემდეგ კი თავდაყირა ვარდებიან მიწაზე
16. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გაჩერდი გაუხედნავი ცხენის უნაგირზე, გამბედაობისათვის თქვენ დაგაჯილდოვებენ უამრავი აპლოდისმენტით.
17 არა მარტო როდეო იზიდავს სტუმრებს აქ, არამედ შესანიშნავი ფოლკლორული მუსიკაც, ხალხური ცეკვაც, ასევე გემრიელი ურუგვაის ღვინოც… უნდა აღინიშნოს, რომ ფოლკლორული მუსიკა წარმატების ზენიტშია ურუგვაიში
18. ყოველწლიურად, ღონისძიებას სტუმრობს 200, 000-ზე მეტი სტუმარი და მონაწილე

Комментариев нет:

Отправить комментарий