вторник, 24 ноября 2015 г.

არაბული ცხენები

არაბული ცხენი — საჯდომი ცხენის უძველესი ჯიში. მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც I ათასწლეულში, ხალხური სელექციის გზით იგი ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში არაბული ცხენი ევროპაში შეიყვანეს და ადგილობრივი ცხენების გაუმჯობესებით მიიღეს მსუბუქი საკავალერიო ცხენი. აღმოსავლეთ ქვეყნებში მას საჯდომ ცხენად იყენებედნენ. არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) დაჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები.
გაუხედნავი ცხენების მოთვინიერება





вторник, 17 ноября 2015 г.

ცხენი



    ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus) — ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი.
ცხენი – ლამაზი მოხდენილი ცხოველია, რომლებიც მოთვინიერებულ იქნა ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების მიერ. ისინი გვეხმარებოდნენ ბრძოლებსა და ომებში, გვართობდნენ ცირკებში და იპოდრომებზე, გვემსახურებიან ერთგულად, გადავყავართ ერთი ადგილიდან მეორეზე, გვეხმარებიან ნადირობისას და სოფლის მეურნეობაში.